Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

მიხარია კი ???

დასაწყისშI იგი იყო ყველაზე საუკეთესო , რაც ჩემს ცხოვრებაშI მომხდარა.
შემდეგ გადაიქცა ისეთად, რომლის მსგავსიც ცხოვრებაშI რამოდენიმეჯერ უკვე მყავდა,
საბოლოოდ აღმოჩნდა ისეთი, როგორის ყოლაც ყოველთვის შემიძლია.
ახლა კი მიხარია , რომ აღარ არის ჩემს გვერდით… მიხარია კი ???

მაოცებს გერმანელი ექიმების ზოგადი განათლების დონე .
უკვე მესამე ექიმმა მიცნო , რომ ქართველი ვარ. რა თქმა უნდა გვარიდან გამომდინარე , მაგრამ სწორედ ეს მაკვირვებს.
უკვე რამდენი წელია გერმანელებთან მაქვს შეხება და ჯერ ვერავის გამოუცნია პირველივე ცდიდან თუ რომელი ქვეყნიდან ვარ. ზოგს ბერძენი ვგონივარ და ზოგს ფრანგი : )
გერმანელების ზოგადი განათლების დონე საშუალოზე დაბალია. ქვეყანაშI 600 000 წერა-კითხვის უცოდინარი და 7 მილიონი თურქია.
პირველმა ექიმმა ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე” მიხსენა და ქართულ გვარ-სახელებზე მესაუბრა.
მეორე ექიმმა მითხრა თქვენი პრეზიდენტი გიჟიაო 😀 მესამემ კი ჩვენი ფეხბურთელები შეაქო :)))))))))))))
ზემოთხსენებულმა სამივე ექიმმა ერთი და იგივე რამ მირჩია: ბევრი სითხე დალიეო. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის აბსოლიტურად სხვადასხვა განხრის წარმომადგენლები არიან.
გამოვედი დღეს ერთერთი ექიმის კაბინეტიდან , უახლოეს მაღაზიაში 1,5 ლიტრიანი ბოთლით წყალი ვიყიდე და საკუთარ თავს დავენიძლავე, რომ დღის განმავლობაში ბოლომდე დავცლიდი. ფეხითმოსიარულეთა ქუჩას გავუყევი ბოთლზე ჩახუტებულმა და ვფიქრობდი : ნეტავ ჩვენთან, საქართველოში რამდენი წერა-კიტხვის უცოდინარია ან რამდენი თურქი ან თუ იცის ვინმემ რამდენ ლიტრ წყალს სვამს დღეში ?

ცას ვერცხლისწყალმა გადაურბინა, ფოთლებზე ცრემლი დაღვარა ჭიამაიამ და ლოკოკინამ ქვაზე ტანი შეიწმინდა.
-და რას აკეთებ შენ?
-მე?
-ხო შენ, რომ წამოწოლილხარ და ეკრანს მისჩერებიხარ, თანაც ამდენი ხანი… ალბათ სათვალის შუშის ნომერი მალე -2 დან -4 აიწევს ან ჩამოიწევს, რა მნიშვნელობა აქვს, იმის თქმა მინდოდა, მხედველობა კიდევ უფრო გაგიუარესდება.
-იქნებ მეც ეგ მინდა?
-რა უჟმური ხარ…
-მართლა მინდა თვალში დამაკლდეს.
-რომ მერე უფრო სქელი შუშები ქონდეს შენს სათვალეს ?
-არა, მკიდია ჩემი სათვალე და მისი შუშების სისქე
– ?
-აღარ მინდა ვხედავდე ბევრ რამეს, ზედმეტი მომდის ხოლმე და მერე გულის პარკუჭის დიამეტრი ვიწროვდება.
-შენ გულიც გაქვს? ჰმ
-ხო, მქონია… გახსოვს, ჩემი გულის დასაფლავებაზე რამდენი ვიტირე?
-კი, ისიც მახსოვს , მეორე დღეს უკვე გაღიმებული შეხვდი მზის ამოსვლას.
-ხო, მზე … როგორ მომენატრა თავხედი მზე, მთელი ზამთარი მათბობდა.
-შენ მგონი მართლა სიცხე გაქვს.
-პირიქით, სიცხე რომ არ მაქვს იმიტომ ვარ ასე.
-წადი დაიძინე, იქნებ რაიმე კარგი გესიზმროს და ხვალ უკეთეს განწყობაზე იყო.
-არ მეძინება, ახლა ყველაზე მეტად არ მეძინება, ან ჩემს განწყობას რას ერჩი?
-უცნაური მეჩვენები, როგორც მაშIნ… როცა ასე ხარ , რაღაც ხდება ხოლმე შენს თავს.
-ყოველთვის რაღაც ხდება ჩემს თავს და მე ეს მომწონს, ისე ხომ გავაფრენდი მოწყენილობისგან.
-არ გინდა მიამბო ?
-არა
-დააჯექი კარგად, არსად დაგეკარგოს
– : ) გაბრაზდი ?
-არა
-მაშინ ჩამეხუტე
-ცხელა, რა დროს ჩახუტებაა
– : (
– ნაყინი გინდა?
-გააჩნია რისი გემო აქვს
-ვანილის ნაყინია
– მაშIN მინდა…
– : ) ახლავე
– : )
-აი ინებე
– მმმმმ, გემრიელია
– ხოოოდა?…
-ხოოოდა, თვალშI რომ დამაკლდეს იცი რა კარგი იქნება? ცოტაც ყურში დამაკლდეს და ავიწყობ ცხოვრებას.
-რა სულელი ხარ…
-ვიცი
-და მაინც… რატომ გინდა რომ დაბრმავდე და დაყრუვდე ?
-ეგ არ მიტქვამს, უბრალოდ მინდა რომ ცოტა კიდევ დამაკლდეს მხედველობა და სმენა.
-რატომ?
– იმიტომ, რომ ვერ ვხედავდე როგორ არ ვუყვარვარ და არ მესმოდეს, თუ როგორ ამბობს საპირისპიროს.
-…

immer wieder

Erst war er das Beste, was mir in meinem Leben passiert ist und dann verwandelte er sich in etwas, dass ich in meinem Leben schon ein paar mal hatte und schliesslich zu jemandem, den ich so oder ähnlich immer wieder haben kann.. und jetzt bin ich froh, dass ich ihn los bin!!! bin ich??? 🙂

fot-o

sakaifo ragaceebia http://www.benjamin-verdonck.be/

საცდელი პოსტი

ამდენი წელია ბლოგის შექმნა მინდოდა და ახლა ერთ დღეში 2 ბლოგი გავაკეთე ერთად 😀
ახლა საცდელ პოსტს ვწერ, რომელსაც მოგვიანებით ალბათ წავშლი ან არც.
არ ვიცი ზუსტად ახლა, როცა ყველაზე ნაკლები დრო მაქვს, რატომ მომინდა წერა.
ისიც არ ვიცი რა თემატიკის ბლოგი გავაკეთო. პირველი ბლოგი წუხელ გავაკეთე ბლოგერზე
და
ამ დილით რომ გავხსენი და შევედი ისევე მიხაროდა , როგორც გუშინ. ეს კარგის ნიშანია.
ახლა ამას რომ ვწერ , ესეც კარგის ნიშანია.
ერთადერთი რისიც მეშინია, რომ არ გადამიაროს ამ მონდომებამ და არაფერმა არ წამართვას ის შინაგანი ძალა, რაც ახლა მაქვს.
საღამოს უფრო დავხვეწავ და მერე შეგიძლიათ მესტუმროთ ხოლმე 🙂